უკრაინის პრეზიდენტმა, იტალიიის პრემიერს ტელეფონზე საუბრისას ბოდიში მოუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, იტალიიის პრემიერს ტელეფონზე საუბრისას ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ილ ფოლიო“ წერს. რომლის ცნობით, მელონიმ ზელენსკის აუხსნა, რატომ იყო იტალიისთვის მნიშვნელოვანი ლიბიის სანაპიროებთან რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში კოორდინაციას გააძლიერებენ და უკრაინული სპეცსამსახურები იტალიურ მხარეს ოპერაციების შესახებ წინასწარ მიაწვდიან ინფორმაციას.













