უკან28 ნოემბერი 2026, 11:24
ბელარუსის პრეზიდენტი კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინელი კოლეგა პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩაიყვანოს
ბელარუსის პრეზიდენტი კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინელი კოლეგა პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩაიყვანოს. ამის შესახებ ლუკაშენკომ ფრანგულ გამოცემა „ლე პოინტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის ისტორიული პრეტენზიები უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისტორიული არგუმენტებით საზღვრების გადახედვა აბსურდულ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს.
გაზიარება













