შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და განხორციელებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დანაშაულის სტატისტიკასა და დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე.













