ლევან მაჭავარიანის შეფასებით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული ფაილები USAID-ის საქმიანობაზე „ქართული ოცნების“ წლების წინ გამოთქმულ შეფასებებს ადასტურებს
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული ფაილები USAID-ის საქმიანობაზე „ქართული ოცნების“ წლების წინ გამოთქმულ შეფასებებს ადასტურებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის მტკიცებით, დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების მხარდაჭერით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა. მაჭავარიანი ამ გარემოებით ხსნის, რატომ მიიჩნევდა მმართველი გუნდი გამჭვირვალობის კანონის მიღებას აუცილებლობად. გამოაშკარავებულ მასალაში საქართველოცაა ნახსენები. დოკუმენტების მიხედვით, მიმოწერასა და სემინარებზე განიხილავდნენ, როგორ მოეხდინათ გავლენა საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე.













