საფრანგეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალში შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ტექნიკურ რეცესიაშია
საფრანგეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალში შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ტექნიკურ რეცესიაშია. ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს. გამოცემის ცნობით, ეკონომიკურ ვარდნას თან ახლავს პოლიტიკური არასტაბილურობა, მზარდი სახელმწიფო ვალი და მაღალი სასესხო ხარჯები. საფრანგეთის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთმა 5%-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 24 წლის მაქსიმუმია. ეკონომისტების პროგნოზით, 2026 წელს საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.1% იქნება, ხოლო 2027 წელს — 0.4%. საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი წელს, სავარაუდოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ს მიაღწევს, რაც ევროზონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.













