გერმანული თავდაცვითი კონცერნი „რაინმეტალი“ შესაძლოა უკრაინაში საარტილერიო ჭურვების საწარმოს მშენებლობის პროექტიდან გავიდეს
გერმანული თავდაცვითი კონცერნი „რაინმეტალი“ შესაძლოა უკრაინაში საარტილერიო ჭურვების საწარმოს მშენებლობის პროექტიდან გავიდეს. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, პროექტი ფაქტობრივად შეჩერებულია და მისი გაგრძელების პერსპექტივა ნაკლებად მოსალოდნელია. მთავარი უთანხმოება წარმოების ლოკალიზაციას უკავშირდება. პროექტის შეფერხების შესაძლო მიზეზებს შორის პოლიტიკური ფაქტორებიც სახელდება, თუმცა ამის დამადასტურებელი სარწმუნო ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.













