აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო პირობებს გაეცნო და მოქალაქეთა მიღების ცენტრში მინისტრთან ერთად სფეროს წარმომადგენლებსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო პირობებს გაეცნო და მოქალაქეთა მიღების ცენტრში მინისტრთან ერთად სფეროს წარმომადგენლებსა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. განიხილეს, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები. ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტი 97 მილიონ ლარამდე გაიზარდა და დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა მომავალშიც იგეგმება. მისივე თქმით, რეგიონის ეკონომიკური განვითარების მთავარი მიზანი მოსახლეობის საჭიროებებზე კონცენტრირება და მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე.













