სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა აიგება დიღომში
სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა აიგება დიღომში. ფუნდამენტში სიმბოლური კაფსულა სპორტის მინისტრმა, პრემიერთან, უნივერსიტეტის რექტორთან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ჩადო. სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე სასპორტო განათლებისა და სპორტის სფეროში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას. პროექტი მოიცავს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელ კამპუსსაც. პარალელურად, საუნივერსიტეტო სპორტულ ქალაქს ახალი სპორტული სივრცე შეემატა - გაიხსნა სამბოს დარბაზი, რომელიც ვარჯიშებთან ერთად ტურნირების ჩატარებისთვისაც იქნება განკუთვნილი. ახალი დარბაზი, მთავრობის მეთაურმა და სპორტის მინისტრმა დაათვალიერეს.













