ევროპელმა დიპლომატებმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „მისტერ შანტაჟი“ უწოდეს მას შემდეგ, რაც მან ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შეთანხმების ვადად 31 დეკემბერი დაასახელა
ევროპელმა დიპლომატებმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „მისტერ შანტაჟი“ უწოდეს მას შემდეგ, რაც მან ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შეთანხმების ვადად 31 დეკემბერი დაასახელა. ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს. ცნობისათვის, მაკრონმა განაცხადა, რომ 1.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტზე შეთანხმება წლის ბოლომდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ბედი შესაძლოა საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერისა და პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის ხელში აღმოჩნდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო მას მოლაპარაკებებზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლება.













