პრემიერმა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს მძიმე პროვოკაცია უწოდა
პრემიერმა ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს მძიმე პროვოკაცია უწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული რისკების მიუხედავად, საქართველომ თურქულ მხარეს მეგობრობის ნიშნად შესთავაზა, მატჩი ბათუმში სავსე ტრიბუნების წინ ჩაეტარებინა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ამ შეთავაზებას ღირსეულად უპასუხა, რამდენიმე ასეული გულშემატკივარი კი პროვოკაციულად მოქმედებდა. პრემიერმა პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს წესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ, ვინც ინციდენტს, პროვოკაციული განცხადებებისთვის იყენებს.













