მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ 55 წლის იუბილე საოპერო სცენის ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო გალა კონცერტით აღნიშნა
საოპერო სამყაროს ლეგენდა პლასიდო დომინგო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე - მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ 55 წლის იუბილე საოპერო სცენის ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო გალა კონცერტით აღნიშნა. ლეგენდარული „სამი ტენორის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, მომღერალმა მსახიობმა და დირიჟორმა კონცერტზე მისთვის რჩეულ ქართველ საოპერო მომღერალს გიორგი გაგნიძეს, თავად უდირიჟორა. გალასაღამოს დასასრულს კი 85 წლის ლეგენდარულმა მაესტრომ პლასიდო დომინგომ საღამაოს მონაწილეებთან ერთად თავადაც იმღერა. საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ლიუდმილა მონასტირსკა, დირიჟორი ვასილ კოვალი, მარიამ გაგნიძე, ვალერიან მჭედლიძე და რამო გულედანი. გალა საღამოს მონაწილეებმა კონცერტზე არაერთი ცნობილი საოპერო არია შეასრულეს. კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერიას“ ორგანიზებით, საღამო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გაიმართა. საერთაშორისო მუსიკალურ დღესასწაულად ქცეულ ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის საიუბილეო საღამოს ჩანაწერს „იმედის“ მაყურებელი იხილავს.













