თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ დიდების დარბაზში შეიყვანეს
თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. ქართველ კალათბურთელს, იტალიური კლუბის გულშემატკივრებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს, ტრიბუნებიდან კი მას ოვაციებით შეხვდნენ. შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ ღირსებას 2022-2025 წლებში იცავდა და კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. რაც შეეხება თამაშს, ევროლიგის მე-10 ტურის მატჩში დუბაიმ ბოლონია 93-75 დაამარცხა. შენგელიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ექვსიდან ხუთი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. „დუბაის“ 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება
















