რაჭაში რთველი დასრულდა, ლეჩხუმში კი დასასრულს უახლოვდება
რაჭაში რთველი დასრულდა, ლეჩხუმში კი დასასრულს უახლოვდება. 3 ათას 617 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა რაჭაში 1, 500-მდე მევენახის შემოსავალმა კი 27 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება ლეჩხუმს, ამ დროისთვის 1 518 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველის მიმდინარეობას ცაგერში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე გაეცნო. მისი განცხადებით, მოსავლის მიღება ყველა მევენახის ყურძნის სრულად დაბინავებამდე გაგრძელდება
















