პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. თბილისის 220-ე სკოლის მოსწავლეებმა გიორგი მაზნიაშვილის შესახებ თეატრალური წარმოდგენა გამართეს, ბათუმელმა მოსწავლეებმა კი მარო მაყაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა წარმოაჩინეს. ღონისძიებაზე ორ სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. პარლამენტის ინიციატივით დაწყებული პროექტი ახალგაზრდებში ეროვნული გმირების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურება
















