საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ისინი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო გეგმავენ. სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებითა და სხვა სპეციალური საშუალებებით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არასრულწლოვანებიც არიან
















