ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა
ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. ოთხდღიანი სწავლების ფარგლებში სამხედროებმა და მეხანძრე-მაშველებმა დივერსიული აქტების აღკვეთის, ხანძრის ჩაქრობისა და მოსახლეობის ევაკუაციის სიმულაციური ღონისძიებები ჩაატარეს. სწავლების მიზანი კრიზისულ ვითარებებში უწყებებს შორის კოორდინაციისა და ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესება იყო
















