ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ იმართება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ იმართება. დამთვალიერებლებს ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიშისა და შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნების ნახვა შეუძლიათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილია სანერგე მეურნეობების პროდუქციაც. დაგეგმილია შემეცნებითი აქტივობები და სხვადასხვა მასტერკლასი. მსურველებს ყვავილებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის საშუალება აქვთ
















