რატომ არ გასცა ევროკომისიამ „ქრონიკას“ კონკრეტული პასუხი, თუ ვის მიიჩნევს საქართველოში თვითნებურად დაკავებულად, მმართველ გუნდში მიზეზს განმარტავენ
რატომ არ გასცა ევროკომისიამ „ქრონიკას“ კონკრეტული პასუხი, თუ ვის მიიჩნევს საქართველოში თვითნებურად დაკავებულად, მმართველ გუნდში მიზეზს განმარტავენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, სახელებისა და გვარების დასახელებით ევროკომისია თავად აღიარებდა, რომ ამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამიტომაც არიდებს პასუხს თავს. მმართველი გუნდის შეფასებით, დაკავებულთა დანაშაულების შესახებ ევროპაში კარგად იციან, თუმცა საქართველოში ძალადობრივ ქმედებებს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და ცალკეული დიპლომატები ახალისებდნენ. „ქრონიკის“ შეკითხვაზე, ვის მიიჩნევს ევროკომისია თვითნებურად დაკავებულად და რა საფუძვლით ითხოვს მათ გათავისუფლებას, გვიპასუხეს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლიათ
















