3 დარბევა ერთ დღეში - 7 ნოემბრის მოვლენები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი 19 წლის შემდეგაც ამართლებს
სამი დარბევა ერთ დღეში - 7 ნოემბრის მოვლენები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი 19 წლის შემდეგაც ამართლებს. მსჯავრდებული ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმის შემოჭრას და დამოუკიდებელი მედიის მიტაცებას, კანონიერ ქმედებას უწოდებს. 2007 წლის 7 ნოემბერს სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციები ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი რიყეზე ძალის გამოყენებით დაშალეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა. შეიარაღებულმა ძალოვნებმა თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს, რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა, დააზიანეს აპარატურა და შეწყვიტეს არხის მაუწყებლობა. იმავე დღეს მთაწმინდის პარკსა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ სხვა კომპანიებშიც შეიჭრნენ
















