უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ ოპერაციებს აგრძელებს
უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ ოპერაციებს აგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი მრეწველობის წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსული თავდასხმების პასუხად. რუსეთი აგრესიულ ქმედებებს არ წყვეტს და და მომავალ თავდასხმებს გეგმავს. ჩვენ კი საპასუხო ნაბიჯები განსაზღვრული გვაქვს“ - წერს უკრაინის ზელენსკი სოციალურ ქსელში
















