02.08.2024 15:48
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, გერმანიამ რთულად მიიღო. კანცლერის თქმით, მკვლელის უდანაშაულო პატიმრებში გაცვლა, მმართველმა კოალიციამ და სამართალდამცავმა უწყებებმა, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს. დასავლური მედია წერს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლაზე შეთანხმების მიღწევის გაჭიანურების ერთერთი მიზეზი, სწორედ გერმანიის პოზიცია იყო, ბერლინი მკვლელის გათავისუფლებას არ თანხმდებოდა. შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდა ბელარუსში სიკვდილმისჯილი, გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი.