მეხუთე დღეა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საზოაგდოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ
პარიზის არბიტრაჟში განცდილი მარცხის შემდეგ, მეხუთე დღეა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საზოაგდოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ისინი მედიასთან გამოჩნდნენ, თუმცა ჟურნალისტების კითხვებს გაექცნენ. ხაზარაძე და ჯაფარიძე ოთხი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება უკანონოდ გაუწყვიტა. საერთაშორისო არბიტრაჟმა კი საპირისპირო თქვა. ნინო არღვლიანი მუშაობს თემაზე და ის პირდაპირ ეთერში გვერთვება. ნინო გისმენთ.
