ნოესთან
ნოე სულაბერიძე - პროდუსერი და ტელეწამყვანი.
დაიბადა 1980 წლის 6 იანვარს პროკურორ ალექსანდრე სულაბერიძისა და კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის ოჯახში. 2003 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მისი კარიერა 2005 წელს მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“ - სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციით იწყება.
ნოეს პროდუსირებით, ტელეკომპანია იმედის ეთერში იქმნება საერთაშორისო და საავტორო პროექტები:„სიმართლის დრო“ – პირველი სატელევიზიო პროექტი, რომელიც ნოე სულაბერიძის რეჟისორობით 2009 წელს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა. 2021 წელს იმედის ეთერში მეათე სეზონით გავიდა ბრიტანული შოუს „Dancing with the Stars“-ის ანალოგი „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რომლის პირველი სეზონი 2012 წელს გაიმართა. 2017 წლის აპრილიდან ტელეკომპანია იმედის ეთერში ოთხშაბათობით გადის გადაცემა PrimeShow, რომლის უცვლელი წამყვანები არიან: ნოე სულაბერიძე (პროექტის პროდუსერი), ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია და ნინო ნადირაძე.
2021 წლიდან იმედის ეთერში გადის საავტორო გადაცემა „ნოესთან“, სადაც ნოე ყოველკვირეულად პირისპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.
ნოე სულაბერიძეს ყავს სამი შვილი: ალექსანდრე (18 წლის), ელისაბედი (13 წლის). 2020 წლის 28 იანვარს ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს შეეძინათ საერთო შვილი – ანნა.