ისრაელი აცხადებს, რომ მზად არის „შორს წავიდეს“, რათა დაარტყას ნებისმიერს, ვინც თავს დაესხმება
ისრაელი აცხადებს, რომ მზად არის „შორს წავიდეს“, რათა დაარტყას ნებისმიერს, ვინც თავს დაესხმება. ცახალის გენერალური შტაბის უფროსის ამ განცხადებას ისრაელის მედია ავრცელებს და სამხედროებთან შეხვედრისას ჰალევის სიტყვებს ციტირებს. „ძალიან ძლიერები ვიქნებით თავდაცვაში და ასევე ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა ჰალევიმ.
