ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დარტყმას „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა. ცნობას პალესტინური მედია ავრცელებს და იუწყება, რომ ისრაელმა მოძრავ ავტომანქანას დაარტყა, რომლითაც ტულკარმის ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური, ჰაიტემ ბალიდი გადაადგილდებოდა. სულ, თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.
