ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები პასუხობდნენ
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებლების კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები პასუხობდნენ. თავდაცვის უწყებისა და კუდის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრეს და თქვეს, რომ კითხვები უკავშირდებოდა დავალების შესრულებას. მოწმეები თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის ადვოკატთან ერთად მივიდნენ. პარალელურად გამოკითხვა ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
