სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება
დღესაც გამოიკითხება რამდენიმე ადამიანი . მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომ არ საუბრობენ მათი ოპონენტები და ოპოზიციური მედიასაშუალებები ამ თემაზე. მათი თქმით, უმძიმესი დანაშაულია, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმს, მით უფრო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს.
