პატიმართა გაცვლა
ცივი ომის შემდეგ, პატიმართა ყველაზე მასობრივი გაცვლა დასავლეთსა და რუსეთს შორის - 7 ქვეყანას შორის ჯამში 26 პატიმრის გაცვლის პროცედურა, ანკარას აეროპორტში შედგა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რუსეთმა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ რეპორტიორი - ივან გერშკოვიჩი, ამერიკელი სამხედრო პოლ ველანი და რადიოს კორესპონდენტი ალსუ კურმაშევა გაათავისუფლა. გაცვლილ პატიმრებს შორისაა რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინიც. 10 პატიმარი, მათ შორის რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული პირები დაიბრუნა თავად რუსეთმა. გერმანიას დაუბრუნეს 13 მოქალაქე. დანარჩენი პატიმრები პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ნორვეგიიდან და ბელარუსიდან არიან. თურქეთი აცხადებს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის ოპერაციაში მედიატორის როლი შეასრულა.
