ქართული სამზარეულო ჯეიმი ოლივერის თვალით
მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოს გასტროტურიზმის პოპულარიზაციაში ჩაერთო. ჯეიმი ოლივერმა გაზაფხულზე, ჩვენს ქვეყანაში გატარებული დღეების ამსახველი პირველი ვიდეორგოლი საკუთარ მედია პლატფორმებზე გამოაქვეყნა. ინგლისელი შეფ მზარეული, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს, საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა და აქ მიღებულ საინტერესო კულინარიულ გამოცდილებას ინტერნეტ მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში წლის ბოლომდე გაუზიარებს