ბულგარეთი ევროკავშირისგან რუსული იმპორტის ნაწილზე დაწესებული აკრძალვების მოხსნას და სანქციების ახალი სიიდან რუსეთის ორი მოქალაქის ამოღებას ითხოვს
ბულგარეთი ევროკავშირისგან რუსული იმპორტის ნაწილზე დაწესებული აკრძალვების მოხსნას და სანქციების ახალი სიიდან რუსეთის ორი მოქალაქის ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ „კიევ ინდეპენდენტი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, სანაცვლოდ, სოფია მზად არის მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, გაფართოებულ პაკეტს. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი 23 ნოემბერს წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას ბლოკში ფართო მხარდაჭერა აქვს, ბულგარეთმა და იტალიამ რამდენიმე წინადადებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს.













