ისტორიული თანამშრომლობა ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით
ისტორიული თანამშრომლობა ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევით. ქართველ მოსწავლეებს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში განათლების მიღების საშუალება ეძლევათ. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლის წლიური საფასური 35-დან 42 ათას დოლარამდეა, კონკურსში წარმატებული ქართველი მოსწავლეები სრული დაფინანსებით ისწავლიან. უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და პირადი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. სწორედ, ცოტნე ივანიშვილი იყო ჰონგ კონგის უნივერსიტეტში პირველი ქართველი სტუდენტი. წელს განაცხადის წარდგენა გამონაკლისის წესით მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. მომავალი წლიდან კი კონკურსში მე-11 კლასელებიც ჩაერთვებიან. შერჩევისას გაითვალისწინებენ აკადემიურ მოსწრებას, ინგლისურის ცოდნასა და ოლიმპიადებში მონაწილეობას. ჩარიცხულთა სწავლის საფასურს უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა ერთობლივად დაფარავენ. კონკურსის პირობები სამინისტროს ვებგვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.













