უკან28 ნოემბერი 2026, 14:17
სპეციალური ოპერაციების სარდლობის დაარსებიდან 27 წელი მუხროვანში აღნიშნეს
სპეციალური ოპერაციების სარდლობის დაარსებიდან 27 წელი მუხროვანში აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედროებს იუბილე მიულოცეს. მინისტრმა მათ სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. სამხედროებს უწყებრივი მედლები, საშტატო იარაღი და საჩუქრები გადასცეს. დაათვალიერეს სარდლობის ახალი შტაბიც.
გაზიარება













