აჭარის ჯანდაცვის ფორუმზე მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის ჯანდაცვის ფორუმზე მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სამინისტროს ბიუჯეტმა წელს 97 მილიონ ლარს მიაღწია. სამედიცინო და სოციალური მომსახურება წლის განმავლობაში 70 ათასამდე მოქალაქეს უფინანსდება. ანგარიშის მიხედვით, გაფართოვდა გულის დაავადებებისა და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება, ასევე შშმ ადამიანების მხარდაჭერის პროგრამები. ფორუმზე პროფესიული საქმიანობისთვის ხუთი ექიმი და ორი ექთანი დააჯილდოვეს.













