უკან28 ნოემბერი 2026, 14:14
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა მინისტრმა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა მინისტრმა. დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და განხორციელებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ, სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დანაშაულის სტატისტიკასა და დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე.
გაზიარება













