მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის 178-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს
მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის 178-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს. სათამაშოები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლასა და შემეცნებითი უნარების განვითარებას ემსახურება. პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სათამაშოები უკვე დაამზადეს თბილისის, რუსთავისა და საჩხერის სხვა სკოლებისა და საჩხერის დღის ცენტრისთვისაც.













