სააშკარაოზე გამოტანილი სიმართლე - USAID-ის დაფარული მიზნები ცხადია და მისი მხილება როგორც დაანონსდა, გაგრძელდება
სააშკარაოზე გამოტანილი სიმართლე - USAID-ის დაფარული მიზნები ცხადია და მისი მხილება როგორც დაანონსდა, გაგრძელდება. დოკუმენტების გასაჯაროება კვლავაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესშია. გასაჯაროებულ ფაილებში საუბარია საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაზეც, რომელიც ორგანიზაციის დაფინანსებითა და ბრიტანული „ზინკ ნეტვორკის“ ჩართულობით შეიქმნა. საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ მასალები პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე მათ ადრინდელ განცხადებებს ამყარებს. დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების მხარდაჭერით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობას. ფაილებმა დაადასტურა როგორ ცდილობდნენ რევოლუციების მოწყობას და ფარად, რიგი პროექტების დაფინანსებას იყენებდნენ.













