მინსკის შეხვედრაზე რუსეთის გზავნილებმა საქართველოს ხელისუფლებას კითხვები გაუჩინა
მინსკის შეხვედრაზე რუსეთის გზავნილებმა საქართველოს ხელისუფლებას კითხვები გაუჩინა. მოსკოვი ქართული ღვინის კიდევ ორი კომპანიისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს და ამავე დროს ქართულ მხარეს ორი ქვეყნის უნივერსიტეტების დაძმობილებას სთავაზობს. მმართველი გუნდის შეფასებით, ქართული კომპანიებისთვის უკვე დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელი და უსამართლოა, უნივერსიტეტების დაძმობილების შეთავაზება კი ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველო დიალოგისთვის მზადაა და რუსეთისგან სამართლიან დამოკიდებულებას მოითხოვს.













