ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი დააკავეს
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი დააკავეს. მხილების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ჩანაცვლება და შემდგომ მისი კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის აღებას ცდილობდა. პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 300 გრამამდე „ალფა-პვპ“.













