აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ელჩს განემარტა რომ საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, რაც რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ასევე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. ელჩს განემარტა ისიც რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა პროპორციული ქმედებები განახორციელეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი კი თავისუფალია და უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება















