როგორც ცდილობდა USAID-ი საზოგადოების აზრის შეცვლასა და ქვეყნებში მათთვის სასურველი პროცესების წარმართვას, ორგანიზაციის მხილება გაგრძელდება
როგორც ცდილობდა USAID-ი საზოგადოების აზრის შეცვლასა და ქვეყნებში მათთვის სასურველი პროცესების წარმართვას, ორგანიზაციის მხილება გაგრძელდება. ამერიკის ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორი, სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებასაც აანონსებს. ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები და ჟურნალისტები სააგენტოს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მედიასაშუალებების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოაშკარავებულ მასალაში საქართველოცაა ნახსენები. დოკუმენტების მიხედვით, მიმოწერასა და სემინარებზე განიხილავდნენ, როგორ მოეხდინათ გავლენა საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე. ასობით ფაილში ასევე ლაპარაკია 13 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციაზე, რომელიც 2021 წლიდან USAID-ის დაფინანსებითა და ბრიტანული კომპანია „ზინკ ნეტვორკის“ ჩართულობით მოქმედებდა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, „გლობალური დეზინფორმაციის ინდექსი“ მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავლებისა და ონლაინ ხილვადობის შემცირების გზებს განიხილავდა. ფაილებმა სააშკარაოზე გამოიტანა, როგორ ცდილობდნენ რევოლუციების მოწყობას და ფარად, რიგი პროექტების დაფინანსებას იყენებდნენ















