ეროვნული არქივის კინოთეატრი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელას“ უმასპინძლებს
ეროვნული არქივის კინოთეატრი საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს პეპელას“ უმასპინძლებს. რიგით მე-16 ფესტივალი რეჟისორ რეზო ჩხეიძის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება და სამ დღეს გაგრძელდება. კონკურსში 14 ქვეყნიდან, 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ. საქართველო ხუთი რეგიონითაა წარმოდგენილი. ახალგაზრდა ავტორების მოკლემეტრაჟიან ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, გამარჯვებულ ფილმს კი მთავარი პრიზი, „ოქროს პეპელას“ სტატუეტი, გადაეცემა















