ლაგოდეხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიას „ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ“ უმასპინძლა
ლაგოდეხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიას „ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ“ უმასპინძლა. ახალგაზრდებსა და სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი გავლენისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებმა მიაწოდეს. შეხვედრის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ამ პრობლემის პრევენციის ხელშეწყობაა















