საგანმანათლებლო, სპორტული, საგზაო ინფრასტრუქტურა და სკოლების მოწესრიგება
საგანმანათლებლო, სპორტული, საგზაო ინფრასტრუქტურა და სკოლების მოწესრიგება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ეფექტიანად განხორციელების პროცესში დოკუმენტაციის გამართულობის მნიშვნელობაზე და ხარისხის კონტროლზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის მიზანი რეგიონში არსებული საჭიროებების განხილვა, გამოწვევების იდენტიფიცირება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში კოორდინაციის გაძლიერება იყო. სხდომას სამინისტროს წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ















