პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების პათოსს იზიარებენ მმართველ გუნდსა და „ხალხის ძალაში“ და ბრიუსელის მხილებას განაგრძობენ
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების პათოსს იზიარებენ, მმართველ გუნდსა და ხალხის ძალაში და ბრიუსელის მხილებას განაგრძობენ. შალვა პაპუაშვილმა, „ცილისწამება“ უწოდა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ. როგორც დაწერა, ევროკავშირი, ბრალდების დასადასტურებლად ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ ევროკავშირს დაკავებულთა ვინაობის დასახელება კიდევ ერთხელ სთხოვა















