ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის პეტრიოტის რაკეტების კიევისთვის მიწოდებას აყოვნებს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის პეტრიოტის რაკეტების კიევისთვის მიწოდებას აყოვნებს. ზელენსკიმ სამწუხარო გარემოება უწოდა იმას, რომ ამერიკამ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანა და ამ მიმართულებით მეტ დახმარებას გასცემს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სატელიტური კომუნიკაციების ამერიკული სისტემა და მისი სამხედრო ვერსია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდულია. ზელენსკიმ შეერთებული შტატების ნეიტრალური პოზიცია გააკრიტიკა და თქვა რომ ეს აგრესორის მხარდაჭერასაც ნიშნავს















