ერევანში მეშვიდე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
ერევანში მეშვიდე სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. ფორუმის დახურვაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ შეხვედრებმა საქართველოსა და სომხეთის უწყებებს შორის თანამშრომლობა გააძლიერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის როლს რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი ღირებულებებისა და სტანდარტების განმტკიცების პროცესში. მონაწილეებმა იუსტიციის სფეროს რეფორმებზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულებაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში პაატა სალია სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ეროვნული კრების თავმჯდომარესა და კოლეგას შეხვდა















