უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა - 18 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა
უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა - 18 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა. საბურთალოზე, დავით გამრეკელის ქუჩის პირველ შესახვევში, ავარიული კორპუსის ნაცვლად რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. სრულად გარემონტებული ბინების გასაღებები ოჯახებს დედაქალაქის მერმა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გადასცეს. პროექტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა















