ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება სომხეთის პარლამენტში
ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება სომხეთის პარლამენტში. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. არეულობა მმართველი პარტიის წარმომადგენლის ტარონ ხეჩოიანის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მან ოპოზიციონერ დეპუტატ ნარეკ კარაპეტიანს, ოჯახის წევრების საქმიანობაზე მიუთითა, რაც კარაპეტიანმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. ჩხუბი სასესიო დარბაზს გასცდა და პარლამენტის დერეფანში გაგრძელდა. ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.























