ნიუ იორკში პოლიციამ 14 აქტივისტი ბრუკლინის ხიდის გადაკეტვის გამო დააკავა
ნიუ იორკში პოლიციამ 14 აქტივისტი ბრუკლინის ხიდის გადაკეტვის გამო დააკავა. აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტების მიერ 28 წლის მიგრანტის დაჭრას აპროტესტებდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლის დროს ხიდზე მოძრაობა შეფერხდა, რასაც მძღოლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პოლიციამ მოძრაობის აღდგენის მიზნით აქტივისტები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.























