გარემოვაჭრეებს თბილისის მერია, ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს, ქალაქის გული და თერგი
გარემოვაჭრეებს თბილისის მერია, ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს, ქალაქის გული და თერგი. თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი, ამ ადამიანების დახმარება და ქალაქის იერსახის შენარჩუნებაა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზეც ილაპარაკა. როგორც აღნიშნა, დაპირებისამებრ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, რეაბილიტაციის დროს თანმხლები შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება კი შეუძლებელია.























